აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი - „იავნანამ რა ჰქმნა?“ დადგეს 
23-06-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

მათ შორის აღსანიშნავია, V კლასში, პედაგოგ ირინე გორგაძის ხელმძღვანელობით, დადგმული სპექტაკლი - „იავნანამ რა ჰქმნა?“. 

მოსწავლეები სამზადისში აქტიურად ჩაერთნენ და ბევრი იშრომეს, რაც შედეგზე აისახა. 

მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203