„ვემშვიდობები პირველ მასწავლებელს“ - მეოთხეკლასელთა ემოციური ღონისძიება ასურეთის საჯარო სკოლაში 
23-06-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული ღონისძიება მოაწყვეს.

მოსწავლეებმა, ღონისძიება ლექსებითა და სიმღერებით გაალამაზეს და დაამზადეს პოსტერი - „ვემშვიდობები პირველ მასწავლებელს“.

მოსწავლეებისთვის, განსაკუთებით ამაღელვებელი აღმოჩნდა პირველ პედაგოგთან მაია ხომასურიძესთან დამშვიდობება.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სკოლაში თეთრი მაისურებით იყვნენ წარდგენილნი, რომლებიც დღის ბოლოს სამახსოვრო წარწერებით შეიმკო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-4 კლასის საპროგრამო მასალის წარმატებით დაძლევის გამო მოსწავლეებს,  სიმბოლურად სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203