ერტისის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა წარმატებული წლები ღონისძიებით შეაჯამეს 
23-06-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ერტისის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს.

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ და ფერადი ბუშტებით გაფორმებულ სცენაზე შთამბეჭდავი ღონისძიება წარადგინეს.

მოსწავლეებმა, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები დადგეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ბავშვებისთვის დღე კიდევ უფრო ემოციური იყო, რადგან პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.

მოსწავლეები, ემოციებით დატვირთულები, ამაღელვებელი განწყობით, სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203