დიდგორის საჯარო სკოლის მოსწავლის - რეზო გელბახიან-გულიშვილის წარმატება საგანმანათლებლო პროექტში 
23-06-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორისაა დიდგორის საჯარო სკოლის მოსწავლე რეზო გელბახიან-გულიშვილი, რომელმაც საგანმანათლებლო პროექტში - „დიდგორელი“ მესამე ადგილი დაიკავა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეტი მოტივაციისთვის, გადასცა  მაღაზიათა ქსელ „მეგატექნიკას“ 300-ლარიანი ვაუჩერი.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„სასკოლო საზოგადოება ვულოცავთ რეზის მორიგ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203