საღრაშენის საჯარო სკოლის მე-4 და მე-9 კლასის მოსწავლეთა ემოციური ღონისძიება
23-06-2023

ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლაში მე-4 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ემოციებით დატვირთული ღონისძიება გამართეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, მეცხრეკლასელებისთვის კი ეს დღე უფრო ემოციური აღმოჩნდა, რადგან საყვარელ პედაგოგებთან დამშვიდობება მოუწიათ.

მოსწავლეებმა არაერთი შთამბეჭდავი ნომერი შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

„ლამაზი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს მეოთხე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა. კიდევ ერთი ლამაზი თაობა დაემშვიდობა საღრაშენის საჯარო სკოლას, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და დირექცია ულოცავს მოსწავლეებს დიდი სიყვარულით, წარმატებულ, ბედნიერ და სიხარულით აღსავსე დღეებს უსრვებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203