ღოუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტულ-გასართობი ღონისძიება მოეწყო
23-06-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. 

შესაბამისად მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.  

ამ დღესთან დაკავშირებით, ღოუბანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა - მარინე სულხანიშვილმა ჩაატარა სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“. სპორტულ-გასართობ შეჯიბრში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. 

თამაში საინტერესოდ წარიმართა. ორი გუნდის შეჯიბრი დამთავრდა ფრედ. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

„მხიარული ღონისძიება, ბედნიერი ბავშვები და კმაყოფილი მასწავლებლები - აი შედეგი ამ დღის!“- ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203