წვირმის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს პირველმა მასწავლებელმა ორიგინალური გამოსაშვები ღონისძიება მოუწყო
23-06-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. პედაგოგმა - მაია ფანგანმა მოსწავლეები ორიგინალურად გააცილა და არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართო. 

ამ დღისთვის, სასწავლო გარემო ფერადი ბუშტებით მოირთო, მოსწავლეებმა პირველ მასწავლებელ მაია ფანგანთან ერთად 4 წლის მანძილზე დაგროვებული სახალისო და სამახსოვრო მოგონებები გაიხსენეს.

პედაგოგმა ბავშვებს წინსვლა და წარმატება უსურვა. მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით სავსე აღმოჩნდა, დიდი ჟრიამულის მიუხედავად მასწავლებელთან განშორება გაუჭირდათ.

ემოციებით დახუნძლული ბავშვები სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203