ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა ნაყოფიერი აკადემიური წელი ექსკურსიით დაასრულეს
23-06-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ნაყოფიერი სასწავლო ექსკურსიით დააგვირგვინეს. 

მეექვსეკლასელებისთვის, დამრიგებლის - მაია რიჟამაძის ხელმძღვანელობით, მოეწყო შემეცნებითი ტური, მარშრუტით - ბაზალეთი - ანანური. 

მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

„ბაზალეთის ტბაზე გავისეირნეთ გემით. ბავშვებმა კვადროციკლებით ისეირნეს. მოვილოცეთ ანანურის ციხე. მოსწავლეები მოიხიბლნენ ბუნების სილამაზით, არქიტექტურული ძეგლის სიდიადით. გაიცნეს ექსკურსიაზე მყოფი გორის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათთან ერთად იცეკვეს, იმხიარულეს“,- გვიყვება პედაგოგი მაია რიჟამაძე. 

სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის პედაგოგმა - მაია რიჟამაძემ მოსწავლეებს სიგელები გადასცა. 

ბავშვებიც და მშობლებიც კმაყოფილნი და ბედნიერნი იყვნენ ამ ლამაზი დღის გამო.

კლასის ხელმძღვანელმა მოწაფეებს ბედნიერი და ნაყოფიერი დასვენება და მე-7კლასისთვის მეტი შემართება უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203