
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე კლასის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს.
მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ, სცენა ფერადი ბუშტებითა და შთამბეჭდავი დეკორაციებით მორთეს და დასამახსოვრებელი სანახაობა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეები ემოციებით დატვირთულები და ამაღელვებელი განწყობით, სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: