
მოსწავლეებმა, საყვარელ პედაგოგებთან ერთად, სასკოლო ცხოვრების საუკეთესო, სამახსოვრო და ტკბილი მოგონებები გაიხსენეს.
ახალგაზრდები სკოლაში თეთრი პერანგებით გამოცხადდნენ, რომელზეც პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საუკეთესო სურვილები და მისალოცი წარწერები დააწერეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღე ემოციებით დატვირთული იყო.
„ახალი გამოწვევები, გაზრდილი პასუხისმგებლობები, ასახდენი ოცნებები და უდიდესი გეგმები ელოდებათ ართანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, ჩვენს განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს.
გვჯერა, თითოეული თქვენგანი გააკეთებს სწორ არჩევანს და სასურველი პროფესიის დაუფლებით მიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას მოახმარს, არაერთხელ ასახელებთ მშობლიურ სკოლას, მასწავლებლებსა და მშობლებს.
გილოცავთ სკოლის დასრულებას, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: