
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი და შემეცნებითი თუ შემოქმედებითი აქტივობებით იყო დატვირთული.
ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა იყო, ქვიშაზე ხატვა.
მოსწავლეებმა, საკლასო ოთახში აფხაზეთის პეიზაჟი ქვიშით დახატეს. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ აქტივობაში და თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ნამუშევარში, მოსწავლეებმა თავიანთი თვალით დანახული აფხაზეთი წარმოადგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: