
ჟორჟი კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო დატვირთული.
სასწავლო წლის ბოლო, მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავმა სანახაობამ დააგვირგვინა.
მოსწავლეები ღონისძიებისთვის საგანგებოდ გამოეწყვნენ, სასკოლო გარემო მრავალფეროვნად მორთეს და დასამახსოვრებელი სანახაობა გამართეს.
ღონისძიება საკმაოდ ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მოსწავლეები სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
„ასე ლამაზად გააცილეს ბავშვებმა ანბანი, ასე ლამაზად დაემშვიდობნენ სექტემბრამდე სკოლას და მასწავლებლებს, დიდი მადლობა ამ შთაბეჭდილებებით სავსე დღისთვის ღონისძიების ორგანიზატორებს, მათი დაუღალავი შრომის შედეგია, რომ ეს დღე ბავშვებს სასიამოვნო მოგონებად გაჰყვებათ მთელი არდადეგების განმავლობაში. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ მიქავას სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: