თლუღის საჯარო სკოლაში წარმატებული სასწავლო წელი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დაგვირგვინდა
23-06-2023
2022-2023 სასწავლო წელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით დასრულდა.
თლუღის საჯარო სკოლის მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებისათვის, ისტორიის მასწავლებლის - ფიქრია მუსერიძის, დამრიგებლების - მელანია დარახველიძისა და ქეთო გვენცაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ასევე მშობლების მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია მარშრუტით: გელათი-სათაფლია-ბაგრატის ტაძარი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოიარეს და დაათვალიერეს გელათის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამონასტრო კომპლექსი, ქართველ მეფეთა საძვალეები. ასევე, ინახულეს სათაფლიის ნაკრძალი და კარსტული მღვიმე. ბავშვები განსაკუთრებით აღფრთოვანდნენ დინოზავრის ნაკვალევისა და მათი დიდი ფორმების ხილვით.
დღის ბოლოს კი მოსწავლეებმა მოინახულეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბაგრატის ტაძარი.
„ამ ექსკურსიით ბავშვებმა ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ამ ერთი ლამაზი და საინტერესო დღით“,- გვეუბნებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს