
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი 2022- 2023 სასწავლო წელი დასრულდა.
აკადემიური წლის წარმატებით დასრულება მოსწავლე-მასწავლებლებმა შავიზღვისპირეთში აღნიშნეს და გაატარეს არაჩვეულებრივი დღე სილამაზით, სიყვარულითა და სურვილებით დატვირთული.
შთამბეჭდავი ტურით, მასწავლებლებმა გზა დაულოცეს საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულს. მე-5 კლასში გადასვლა მიულოცეს მეოთხეკლასელებს და ბავშვებს ხალისიანი და ნაყოფიერი არდადეგები უსურვეს.
„ცხოვრების ახალი საფეხური დავულოცეთ და გავაცილეთ, საბაზო კურსის დამთავრებული გიორგი სილაგაძე... სკოლის შესანიშნავი სამეული - ანასტასია, საბა და მათე უკვე მე-5 კლასელები არიან... მილოცვა, კეთილი სურვილები და მომავლის იმედები მათ...
შავი ზღვა, ზურგის ქარი, საინტერესო და ხალისიანი ზაფხულის სურვილების მოლოდინით, ჩვენო საყვარელო, პატარა და დიდო მეგობრებო!...“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: