„სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია“ - ქვემო ნატანების საჯარო სკოლის მე-6 კლასელთა შთამბეჭდავი პროექტ-გაკვეთილი
23-06-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, ღონისძიებებითა თუ პროექტებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახა. 

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტ-გაკვეთილი - „სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია“, რომელიც მე-6 კლასში დამრიგებელმა - მაია სადრაძემ ჩაატარა. პროექტ-გაკვეთილი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს - გურიას მიეძღვნა.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები უკეთ გაცნობოდნენ გურულ ტრადიციებს, კულტურულ და მემკვიდრეობით ძეგლებს, გამოჩენილ მამულიშვილებს, სამზარეულოს და გურული სიმღერისა და ცეკვის ტრადიციებს.  

ეს ყველაფერი კი მოსწავლეებმა ​პრეზენტაციისა და „სლაიდშოუს“ მეშვეობით წარმოადგინეს. შემდეგ მოსწავლეებმა დამრიგებლის ხელმძღვანელობით მოინახულეს ექვთიმე თაყაიშვილის, ნოდარ დუმბაძის და ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმები, რათა პრაქტიკულად ენახათ ესა თუ ის ტრადიციული ნივთი და უკეთ გაცნობოდნენ მათი მხარის კულტურას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203