„საქართველოს ცის ქვეშ“ - მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
22-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვასა და მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გაკვეთილების ჩატარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო ინიციატივა წამოიჭრა.

მათ შორის აღსანიშნავია, საინტერესო პროექტი თემაზე - „საქართველოს ცის ქვეშ“, რომელიც სკოლისა და არასამთავრობო ორგანიზაცია - „ჰელფინგ ჰენდის“ თანამშრომლობით განხორცილედა.

აღსანიშნავია, რომ „ჰელფინ ჰენდმა“, გაეროს ბავშვთა ფონდიდან, პარტნიორობით ჩამოაყალიბა მოხალისეთა კლუბი და სწორედ მათთან თანამშრომლობით განხორციელდა ეს პროექტი. მისი მიზანი მოსწავლეებში გამჭოლი კომპეტენციების დაუფლება, საგანთა შორის კავშირის დამყარება, მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა იყო, ამავე დროს საქართველოს რეგიონებზე მეტი ინფორმაციის მოძიება დამუშავება და სკოლის სხვა მოსწავლეებისათვის გაცნობა.

მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ ამ პროექტში, მათ შექმნეს დიდი წიგნები საქართველოს კუთხეების შესახებ, რომელიც შემდგომში ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისათვის, არამედ საბუნებისმეტყველო საგნებისთვისაც

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ მასწავლებელმა - ვენერა მღებრიშვილმა, ხათუნა ლომიძემ, გეოგრაფიის მასწავლებელმა - ნაირა სარქისიანმა და სკოლის დირექტორმა - ანაიტ პარონიანმა

„სკოლა სომხურენოვანია და ამგვარი პროექტები ხელს უწყობს ინტეგრაციას, ამავე დროს უკეთ აცნობს საქართველოს თითოეულ კუთხეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203