დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ
22-06-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროგრამაში მთელი წლის მანძილზე აქტიურად მონაწილეობდნენ.

მე-11 და მე-9 კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროგრამის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაშიც ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა - მარიამ ღუღუნიშვილმა და სალომე გაბაძემ ღონისძიებაზე სკოლაში მიმდინარე პროექტებისა და მიღწეული წარმატებების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ დირექტორ დარიკო ხვედელიძის ხელშეწყობით, სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სამოქალაქო თუ სოციალურ საკითხებს და ამ კუთხით მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203