მუხურის N1 სკოლის მოსწავლეები - თამაზ ბოჭორიშვილი და ნიკა აბულაძე „ეტალონმა“ სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა 
22-06-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები - თამაზ ბოჭორიშვილი და ნიკა აბულაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 14 ივნისს ჩატარდა. 

ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203