კნოლევის საჯარო სკოლას მეცხრეკლასელებმა ფერწერული ნამუშევარი უსახსოვრეს
22-06-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლის კედელზე IX კლასის მოსწავლეებმა სამახსოვრო პეიზაჟი დახატეს.

მოსწავლეები დიდი მონდომებით მუშაობდნენ პეიზაჟზე, შრომასაც უშედეგოდ არ ჩაუვლია და ნამუშევარი მნახველთა დიდ მოწონებას იმსახურებს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა და წელს მეცხრეკლასელები საყვარელ მასწავლებლებს დაემშვიდობნენ, სკოლის კედლებზე კი, სამახსოვროდ თავისი კვალი დატოვეს.

„მადლობა ასე გულმოდგინედ და მონდომებით მუშაობისთვის... მეამაყებით და მენანებით, რომ გვტოვებთ მიყვარხართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203