სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი სპორტულ-გასართობი ღონისძიებით დაასრულეს
22-06-2023
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში კარგად ესმით, რომ სპორტი, ჯანმრთელობის საწინდარია, შესაბამისად სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დირექცია და პედაგოგები დიდ ყურადღებას უთმობენ, ამ მიართულებით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
სკოლაში, სასწავლო წელი სპორტულ-გასართობი თამაშით - „მხიარული სტარტები“ დასრულდა.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები.
ღონისძიება სახალისოდ წარიმართა, მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, ბევრი იხალისეს და სკოლას ახალ სასწავლო წლამდე ამაღლებული განწყობითა და დაუვიწყარი მოგონებებით დაემშვოდობნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს