მეჩხეთურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაგვირგვინდა
22-06-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, წელს კი მას ორი მოსწავლე გამოემშვიდობა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოსაშვებ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. 

ღონისძიების ქორეოგრაფიულად გაფორმებაში კი, მთელი სკოლა მონაწილეობდა.

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის კი, მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, მათ სასკოლო საზოგადოებამ წარმატება და წინსვლა უსურვა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203