თბილისის N62 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ინტელექტუალური თამაშით შეაჯამეს
22-06-2023

ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ინტელექტუალური თამაშებითა და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული.

სასწავლო წლის შემაჯამებელი ინტელექტუალური თამაში კი, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა - ელენე შაბურიშვილმა მე-8 კლასში მოაწყო. კლასის დამრიგებელი მ. მიქაძე გახლავთ.

თამაშში - „რა, სად, როდის“, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრების მიზანი იყო: 

  • განვლილ სასწავლო წელს მიღებული ცოდნისა და უნარების გამოვლენა;️
  • მეტყველების, ზეპირი გადმოცემის უნარის ჩამოყალიბება;️
  • გუნდური მუშაობის უნარის განვითარება;️
  • მეტაკოგნიტური უნარების გააქტიურება.

როგორც სკოლაში გვამცნობენ, კონკურსის პირობები კი, შემდეგნაირი იყო:

  •  ️კონკურსში მონაწილეობდა კლასის ყველა წარმომადგენელი;
  • მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ გუნდებად: „გორდა“, „შეუპოვრები“, „პატრიოტები“, „ერუდიტები“, „ოპტიმისტები“.️
  • გუნდებისთვის მიცემული დავალებები შერჩეული იყო ინდივიდუალურად, ასაკის გათვალისწინებით.

რაც შეეხება დავალებებს, ის მოიცავდა ოთხ ეტაპს:

  1. გუნდის წარდგენა, ლექსების კონკურსი და მუსიკალური ნომრები;
  2. სახელთა ბრუნება, ფრაზეოლოგიზმები და სახალისო ამოცანები;
  3.  ლიტერატურული ანალიზი, გარითმვა და ტექსტის რედაქტირება;
  4. კაპიტნების ბლიც-ტური.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი შედგენილ დავალებებს, შეძლეს წარმოეჩინათ უნარები და მოტივაციით გადალახეს ბარიერები.

კონკურსის ბოლო ეტაპზე შერჩეულმა ჟიურის წევრებმა, მიიღეს გადაწყვეტილება და გამარჯვებული გუნდები გამოაცხადეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსს მშობლები, მოსწავლეები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ

„ჩვენი სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები ერუდირებულ თაობებს ზრდიან“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203