კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხის სათამაშოების სახელოსნოს სტუმრობდნენ 
22-06-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ.

მათ შორის, მოსწავლეები ხის სათამაშოების სახელოსნოში იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები თბილისში არსებულ ხის სათამაშოების სახელოსნოს - სოციალურ საწარმო  „კოდალას“ 16 ივნისს ეწვივნენ.

სახელოსნოში, ბავშვებმა მათთვის საინტერესო თემებზე იმუშავეს და საკუთარი ხელით დაამზადეს სათამაშოები. გოგონებმა ბალერინები გააკეთეს, ხოლო ვაჟებმა - რობოტები.
აღსანიშნავია, რომ მუშაობის შემდეგ ბავშვებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ვიზიტი, სკოლის დირექტორის ლიანა ერგემლიძე ხელშეწყობითა და კლასის დამრიგებლის თინა დედაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო.

„ბავშვებმა, ამ სტუმრობით ხელი შეუწყეს შშმ პირების დასაქმებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203