აგარის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე „ეტალონმა“ სპეციალური სიგელით დააჯილდოვა
22-06-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები -  სოფა ხაბაძე და რაულ ბერიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს  „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭათ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქედის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 21 ივნისს ჩატარდა.

ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 23 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203