კოკოტაურის საჯარო სკოლის მოსწავლე თიკა ხარაბაძეს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა
22-06-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლის მოსწავლე თიკა ხარაბაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქედის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 21 ივნისს ჩატარდა.

ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203