წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და პედაგოგები ლიტერატურულ საღამოს დაესწრნენ 
22-06-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და პედაგოგები ცნობილ პოეტებსა და მწერლებს შეხვდნენ.

შეხვედრა 20 ივნისს, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, კულტურის სამინისტროს პროექტის - „ცოცხალი წიგნების“, ფარგლებში მოეწყო.

დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს, პოეტებმა: მიხო მოსულიშვილმა, ნინო გუგეშაშვილმა და გიორგი აბესაძემ.

აღსანიშნავია, რომ ლიტერატურულ საღამოს პოეტი მარიამ ხუცურაული უძღვებოდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრას, სკოლის 20-მდე პედაგოგი ესწრებოდა, რომლებიც დიდი ინტერესით უსმენდნენ თანამედროვე პოეტების მათთვის უცნობ შედევრებს.

საღამოს, ასევე სხვადასხვა სკოლის პედაგოგები და ქალაქის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203