ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ
22-06-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწვალეები სასწავლი წლის მანძილზე სხვადსხვა შემეცნებით პროექტებსა თუ კონფერენციებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

მათ შორის აღსანიშნავია, შემეცნებითი კონფერენცია, რომელიც მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მერიის კულტურის სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. 

კონფერენცია ჩატარდა თემაზე - „ჩემი სოფელი - ჩემი სიამაყეა“. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე მოსწავლეებმა მარიამ დანელიამ და ელენე ზანთარაიამ, საზოგადოებას ლეხაინდრაოს ღირშესანიშნავი კულტურული ძეგლებისა და ადგილების შესახებ უამბეს. 

როგოც სკოლაში გვიყვებიან, საკონფერენციო თემის ხელმძღვანელები: ოთარ დანელია, მცინარა გოგიავა და გიული თაფლიაშვილი იყვნენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203