„მოტივაციას მაძლევს ჩემი მოსწავლეების აქტიურობა“ - კლიმენტი ტაბატაძე, მეჩხეთურის საჯარო სკოლის დირექტორი 
22-06-2023

კლიმენტი ტაბატაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორია, რომლისთვისაც მოსწავლეთა წინსვლა და წარმატება პრიორიტეტული საზრუნავია. მათი აქტიურობა კი აძლევს მოტივაციას აკეთოს თავისი საქმე ხარისხიანად და განათლებული საზოგადოების ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს მეჩხეთურის საჯარო სკოლის დირექტორთან: 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ნაყოფიერი ჩვენი სკოლისათვის.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- იყვნენ კონტაქტში სკოლასთან საჭიროების შემთხვევაში.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- სამახსოვრო ნახატს.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- სისტემატიურად ვემზადებოდი სასწავლებელში ჩასაბარებლად.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- ყოფილიყვნენ სანიმუშო მოსწავლეები ყოველ მხრივ.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- მეგობრული დამოკიდებულება.

- მოტივაციას მაძლევს...

- ჩემი მოსწავლეების აქტიურობა სკოლაში და სკოლის გარეთ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203