ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს 
22-06-2023

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი წარმტაცი ღონისძიებით დააგვირგვინეს.

მოსწავლეები ამ დღისთვის საგანგებოდ გამოეწყვნენ, სასკოლო გარემო ფერადი ბუშტებითა და მრავალფეროვანი დეკორაციებით მორთეს და შთამბეჭდავი წარმოდგენა დადგეს. ბავშვები პირველ მასწავლებელს ემოცური ღონისძიებითა და თბილი სიტყვებით დაემშვიდობნენ.

მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

„სკოლის ბებერ კედლებში, კიდევ ერთი -IV კლასის ჟღურტულა მერცხლები აფრინდნენ თავიანთი საყვარელი დალი მასწავლებლის გულიდან.

ვუსმენდით მათ ჭიკჭიკს, გვსიამოვნებდა, როგორი სულში ჩამწვდომი სიტყვებით, ცეკვითა თუ სიმღერით  ეფერებოდნენ ყველას, ვისაც კი მცირედი წვლილი, მაინც მიუძღოდა მათ დაფრთიანებაში.

გვეამაყებოდნენ, რადგან ვგრძნობდით, ასეთი თბილი, კეთილი, მეგობრულები ერთმანეთის მხარში დგომით ასახელებენ სამშობლოსაც და მშობლიურ სკოლასაც“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203