ალერტკარის საჯარო სკოლაში პროექტი - „შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში“ საინტერესოდ შეჯამდა 
22-06-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა. აკადემიური წელი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, პროექტებითა თუ აქტივობებით. 

მათ, შორის აღსანიშნავია პროექტის - „შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში“ შემაჯამებელი ღონისძიება. 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა:

  • პროექტის განმავლობაში შესრულებული აქტივობების პრეზენტაცია;
  • ხელოვნების მასწავლებელმა ნანა ესებუამ წარადგინა პროექტის ფარგლებში შექმნილი  სენსორული წიგნი;
  • გაიმართა ინსცენირება შშმ მოსწავლეების მონაწილეობით;
  • ასევე, გაიმართა შშმ ​მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

პროექტს პედაგოგი ასმათ გვაჯაია ხელმძღვანელობდა. პროექტზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. ის მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203