ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ტაბატაძე წერილის წერის კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
21-06-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

მოსწავლეები, აკადემიური წლის განმავლობაში სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში მონაწილეობდნენ, სადაც წარმატებას აღწევდნენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეშვიდეკლასელი ლუკა ტაბატაძე, რომელიც საქართველოს ფოსტის გამოცხადებულ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა.

აღნიშნულ კონკურსში მან დამსახურებული სერტიფიკატი და საჩუქარი მოიპოვა.

„მან სკოლა და მასწავლებლები ასახელა... წარმატებას ვუსურვებთ ლუკას“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეშვიდეკლასელი მოსწავლე ასევე, „ტვინების ბრძოლის“ გამარჯვებული კონკურსანტიცაა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203