ჯვარისის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღინიშნა
21-06-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
აკადემიური წლის განმავლობაში, სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.
ეს წელი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგებთათვის საინტერესო და წარმატებული იყო.
„2022–2023 სასწავლო წელი განსაკუთრებით წარმატებულია ჩვენი სკოლისთვის:
„ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ პროექტებში, კონფერენციებსა და საინტერესო აქტივობებში იყვნენ ჩართული და სერთიფიკატებიც მოიპოვეს; მომავლის წარმატებულ გზებზე გავაცილეთ ჩვენი მე–12 კლასელი წარჩინებული მოსწავლე; ჩვენმა ორმა პედაგოგმა მენტორის სტატუსი მიიღო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასწავლო წლის ბოლოს კი სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლის ორგანიზატორი - პედაგოგები: მირანდა გიორგაძე და შორენა გიორგაძე იყვნენ.
ღონისძიებაზე ბავშვებმა ცოდნა, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„წინ კიდევ ბევრი წარმატებაა! მართლაც! „აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება“ მიყვარხართ, ჩემო პატარა მსახიობებო, წარმატებებს გისურვებთ! ვულოცავთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ბედნიერ ზაფხულს ვუსურვებთ!“, - ამბობენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე მუდამ ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს