„თბილისური ეზო“ -  ნარდევანის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
21-06-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში სასწავლოს წლის განმავლობაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული არაერთი პროექტი ჩატარდა.

მათ შორის ერთ-ერთი იყო, სკოლაში არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციეულებული პროექტი -„თბილისური ეზო“.

პროექტის ხელმძღვანელები: სასწავლო პროცესის კოორდინატორი ლუსვართ სარკსიანი და „მე და საზოგადოების“ დამხმარე მასწავლებელი ანუშ გრიგორიანი იყვნენ.

აღნიშნულ პროექტში მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მათ კუთხე მოაწყვეს და სხვადასხვა ეთნოსის კულტურა და სამზარეულო წარადგინეს. მოსწავლეებმა 4 ერის წარმომადგენლების კულტურაზე ისაუბრეს.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„ყველაფერი საინტერესოდ და ლამაზად წარიმართა, მოწვეული იყვნენ მასწავლებლები მშობლები და მოსწავლეები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი პროექტები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203