„გადავარჩინოთ გარემო მავნე ნარჩენებისაგან“ - სამრეკლოს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
21-06-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტი წარმატებით ჩატარდა.

მათ შორის ერთ-ერთი იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მე-10 კლასის მოსწავლეთა განხორციელებული პროექტი: „გადავარჩინოთ გარემო მავნე ნარჩენებისაგან“, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - რუსუდან ნატროშვილი.

„პროექტის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა გარემოს დაბინძურების პრევენციის საქმეში, ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის თვალსაზრისით და გარემოსდაცვითი კულტურის განვითარების ხელშეწყობა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ამ პროექტის ფარგლებში, სკოლაში უამრავი აქტივობა განხორციელდა.

ბოლო შემაჯამებელი აქტივობა იყო სკოლის შემოსასვლელთან არსებული ნაგავსაყრელის დასუფთავება და ბანერის დადგმა.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მის განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს სოფელ სამრეკლოს რწმუნებულმა - ოთარ ნასრაშვილმა, სკოლის ადმინისტრაციამ, მშობელმა - ზურაბ ლეკიაშვილმა, კურსდამთავრებულმა - ალეკო სულაშვილმა და სასკოლო საზოგადოებამ.

„დიდი მადლობა თქვენ ასეთი გულისხმიერებისა და გვერდით დგომისთვის. ჩვენ ერთად კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ სკოლისა და მოსწავლეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203