„გლობალური ეკოლოგიური პრობლემები“ - განძის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
21-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩატარდა, რომელშიც ბავშვები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მონდომებით მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია -  „გლობალური ეკოლოგიური პრობლემები“, რომელზე მუშაობაც მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნონა ინასარიძესთან ერთად წარმატებით დაასრულეს. 

პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა პრეზენტაციები, პოსტერები გააკეთეს და ცოდნა წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა ასევე გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით აქცია მოაწყვეს - დაასუფთავეს სოფელ განძის მიმდებარე ტერიტორია და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, პოსტერები გააკრეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მსგავს აქტივობებს ხშირად აწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203