ნაყოფიერი სასწავლო წლის ლამაზი დასასრული საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში
21-06-2023
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლამ 2022-2023 სასწავლო წელი შემოქმედებითად გაატარა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლე-მასწავლებლებს, შეძლებისდაგვარად, არ გამორჩენიათ არცერთი მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც სასწავლო თუ არასასწავლო დღეს დაემთხვა.
სასწავლო წლის დასასრულს, უსაზღვრო სიხარულის, ემოციების, სითბოს და სიყვარულის ზეიმი ტრიალებდა სკოლის სივრცეში.
მე-4 კლასის წარმატებით დასრულება მოსწავლეებმა ლამაზი დეკორაციით გაფორმებულ კუთხეში, სამახსოვრო ფოტოებითა და ცეკვა-თამაშით აღნიშნეს.
მე-9 კლასის დამრიგებელმა, მასწავლებლებთან ერთად, ერთადერთ მეცხრეკლასელს სიურპრიზი მოუწყო და საზეიმოდ მორთული ოთახი დაახვედრა. სიურპრიზი ამით არ დასრულებულა, პედაგოგმა მოსწავლეს ვარსკვლავი გაუხსნა. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, იყო ფოიერვერკი და უსაზღვრო სიყვარული და სითბო.
16 ივნისს, კი სასწავლო წელი შემეცნებითი ექსკურსიით დასრულდა.
სკოლაში განხორციელებული პროექტის - „ნარჩენების მართვა“ ფარგლებში, კოლხეთის ეროვნულ პარკში მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ, გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას.
„მასწავლებლები მოსწავლეებს ბედნიერ, ნაყოფიერ, ფერად, შემეცნებით არდადეგებს უსურვებენ და სექტემბრიდან დიდი მოლოდინითა და სიხარულით ელოდებიან. ახალი სასწავლო წლიდან კი კვლავ ჰპირდებიან სიყვარულს, სითბოს,ზრუნვას, მხიარულ, შემოქმედებითად დატვირთულ, საინტერესო და მეგობრულ გარემოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს