
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში წლის განმავლობაში პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თუ თარიღი აღნიშნეს.
მათ შორის იყო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რასთან დაკავშირებითაც სკოლაში, ღონისძიება - „პოეზია – უპირველეს ყოვლისა“ ჩატარდა.
ღონისძიებაში VII–VIII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ზეიმს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - დალი ხეცურიანი, რომელიც, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თავადაც აქტიურად მონაწილეობდა ღონისძიებაში.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს. მოსწავლეებს: ლ. ტუკვაძეს, ლ. ომანაძეს, ლ ტუსკაძეს, მ. შვანგირაძეს, თ. ჯიმშელეიშვილს, ლ. ჯიმშელეიშვილს, დ. კინწურაშვილს, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ.
ხოლო, ლექსების გამომეტყველებით წაკითხვისთვის სიგელით მოსწავლე - გიორგი ჯიმშელეიშვილი დაჯილდოვდა.
„სკოლის დირექტორმა - ნინო ჯალიაშვილმა მონაწილეებს მიულოცა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - დალი ხეცურიანს საინტერესო, ლამაზი ღონისძიების ჩატარებისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: