აქტიური გარემოსდამცველები ღების საჯარო სკოლიდან
21-06-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლა აქტიურად არის ჩართული ეკოსკოლების პროგრამაში. სკოლის ეკოკომიტეტი სასკოლო საზოგადოებასა და თემთან ერთად, არაერთ აქტივობას ახორციელებს ბიომრავალფეროვნებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით.

2022-2023 სასწავლო წელს სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა დედამიწის დღისა და გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება, სადაც სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა, მოსწავლეებთან ერთად, წარმოადგინეს არაერთი პრეზენტაცია, მინი-სპექტაკლი და ანიმაცია. ასევე, გაიმართა დისკუსია თემაზე - „ადამიანი და ბუნება“.

ღონისძიების ბოლოს კი, მოსწავლე-მასწვლებლებმა ერთობლივად შეავსეს „ეკონაკვალევი“.

„დავადგინეთ ჩვენი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების პროცენტული მაჩვენებელი, რასაც მოჰყვა მსჯელობა, პრობლემის მოგვარების გზების ძიება და განსახორციელებელი ამოცანების დაგეგმვა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203