
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
აკადემიური წლის ბოლო დღე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იყო მე-3 კლასის მოსწავლეთათვის.
მათი მონაწილეობით სკოლაში, აღნიშნულ დღეს საინტერესო აქტივობები გაიმართა.
მოსწავლეებმა, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - კარინე ჰარუთიუნიანის დახმარებით, პოპულარული ზღაპრებიდან - „წითელქუდა“, „ფიფქია“, „სამი გოჭი“, „კომბლე“, „პინოქიო“, „ჩექმებიანი კატა“, „პაპა და თალგამი“ და „წითელქუდა“, სცენები შთამბეჭდავად გაითამაშეს.
მათ აღნიშნული ზღაპრების გმირთა როლები შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ გნავითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: