წაჩხურუს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
21-06-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.

ეს, როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის მნიშვნელოვანი და ემოციური იყო.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, პედაგოგ მანანა მიქაძის ხელმძღვანელობით, მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული იყო.

ზეიმზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

მეოთხეკლასელებმა, ასევე პირველი მასწავლებლის ღვაწლი აღნიშნეს, რომელსაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

პედაგოგმა მათ მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203