გალავნის საჯარო სკოლაში მოსწავლის, ახალგაზრდა მოკრივის - ნინო ბექაურის სპორტული წარმატება 
21-06-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში მოსწავლის - ნინო ბექაურის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

7-11 ივნისს ქუთაისში, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი ჩატარდა კრივში, სადაც ნინო ბექაურმა,  52 კგ წონით კატეგორიაში, წარმატებით იასპარეზა. მოსწავლემ გორელი მოკრივე დაამარცხა.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ გალავნის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203