ყაურმის საჯარო სკოლის მე-3 კლასელები მუზეუმს ესტუმრნენ
21-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

15 ივნისს, ყაურმის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - წოვინარ ბაბოიანის  ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, სოფელ სათხში, ისტორიულ-კულტურულ მუზეუმს ესტუმრნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა დიდი ხალისითა და ინტერესით დაათვალიერეს ექსპონატები და ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს.

დამრიგებლის თქმით, ხშირად არის საჭირო მსგავსი ექსკურსიების განხორციელება, რათა მოსწავლე ინფორმირებული  იყო თავისი მშობლიური კუთხის ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203