გურკელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღწერეს საქართველოს ფლორისა და ფაუნის ის სახეობები, რომლებსაც დაცვა სჭირდება
21-06-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სასწავლო წლის მანძილზე ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

სწორედ, გარემოსდაცვითი კულტურის ხელშეწყობის მიზნით, გურკელის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „ჩვენი დედამიწა“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეისწავლეს საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები, მოამზადეს პრეზენტაცია - „წითელი წიგნის“ შესახებ და წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას.

პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა თვითონ შექმნეს „საქართველოს წითელი წიგნი“, სადაც განათავსეს საქართველოს ფლორის და ფაუნის ის სახეობები, რომლებიც დაცვას და ზრუნვას საჭიროებენ.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - მ. გვრიტიშვილი და ც. ქიმერიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203