„ანბანის ზეიმი“ - ავლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ღონისძიებით ესტუმრნენ 
21-06-2023

კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობებით იყო დატვირთული.

მათ შორის აღსანიშნავია „ანბანის ზეიმი“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა.

პატარებმა მოინახულეს ადგილი, სადაც დიდი საზოგადო მოღვაწე დაიბადა, დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები და მის შესახებ ახალი, მათთვის უცნობი ისტორიები მოისმინეს.

მოსწავლეები ამ დღისთვის საგანგებოდ იყვნენ გამოწყობილნი და გარემო ფერადი ბუშტებით ჰქონდათ მორთული.

ღონისძიება პატარებისთვის დასამახსოვრებელი და საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203