ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უცხოელ თანატოლებს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა გააცნეს 
21-06-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში წარმატებით მონაწილეობდნენ.

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „სხვადასხვა კულტურათა საერთო ღირებულებები“, რომელიც Etwining-ის ფარგლებში მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან პროექტი განხორციელდა თურქ კოლეგებთან ერთად, ხელმძღვანელები კი მანანა ბაქრაძე და თურქი კოლეგა - Alihan Yusufoglu იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლიდან პროექტში მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს საკუთარი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის კულტურა და ტრადიციები, ასევე, მეზობელი ქვეყნის წეს-ჩვეულებებს გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, ვიდეორგოლები, პოსტერები, ნახატები შექმნეს და საკუთარი რეგიონის, რაიონის, ქალაქისა თუ სოფლის კულტურული მემკვიდრეობა, მითოსი, ადათ-წესები წარმოაჩინეს და ერთმანეთს გააცნეს საკუთარი სკოლები.

სკოლა აღნიშნული პროექტის შესახებ ვიდეოს გვიზირებს - იხილეთ ბმული:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203