ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს
21-06-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სასწავლო წლის მანძილზე, არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართა. 

რა თქმა უნდა, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე.

ამ დღესთან დაკავშირებით, ხურვალეთის საჯარო სკოლაში ეკოსკოლელებმა ძველ ნივთებისგან (ბოთლის თავსახურები, წვენის საწრუპები და სხვა) ნახატები და დეკორაციები შექმნეს, გამომშრალი ყვავილებისგან ნახატები ააწყვეს.

„შესძინე ნივთებს ახალი სიცოცხლე, გაუფრთხილდი გარემოს!“,- ასეთია მოსწავლეთა მოწოდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203