„მე, შენ, ის - ჩვენ“ - გუმბათის, ჩივთქილისის, არწივანის და ხოჯორნის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით ინტერკულტურული ღონისძიება გაიმართა
20-06-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში საინტერესო და მნიშვნელოვანი ინტერკულტურული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის, გუმბათის, არწივანის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა - გიმნაზიასა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლებს შორის მეგობრობის ხიდი გაიდო.

აღსანიშნავია, რომ გუმბათის საჯარო სკოლის პედაგოგ ციცინო გობაძის პროექტის - „მე, შენ, ის - ჩვენ“ ფარგლებში, მონაწილე სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით განხორციელდა რამდენიმე აქტივობა:

  • საინტერესო პრეზენტაციები ჩვენება;
  • დაიდგა სპექტაკლი HELLADOS;
  • გაიმართა კონცერტი;
  • განხორციელდა აქტივობა „აღმოაჩინე გუმბათი“;
  • უპასუხეს სააზროვნო შეკითხვებს წინასწარ შერჩეული/წაკითხული ხუთი წიგნიდან;
  • ჩატარდა აჭარული, მეგრული, სომხური და ბერძნული კერძების მომზადების მასტერკლასი და შემდეგ გამოფენა/დაგემოვნება.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საინტერესო, ნაყოფიერი და საკმაოდ შემეცნებითი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203