ამამლოს საჯარო სკოლაში კულინარიული ღონისძიება გაიმართა
20-06-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით, კულტურათაშორისი კულინარიული ღონისძიება მოეწყო.

ღონისძიებაში, მე-6-დან მე-11 კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფესტივალზე წარდგენილი იყო ქართული და აზერბაიჯანული კერძები, რაც ემსახურებოდა კულტურების გაცნობას.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე მიწვეულნი იყვნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები.

ამამლოს საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს, პედაგოგებსა და ბავშვებს საინტერესო დღისათვის!

„ჩვენთან კვლავ ფერადი ამბებია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო: 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203