
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლაში კიდევ ერთი თაობის გამოსაშვები ღონისძიება მოეწყო.
19 მაისს, კურსდამთავრებულებისთვის სკოლის ზარი ბოლოჯერ დაირეკა, რაც თითოეული მათგანისთვის ემოციური და ამაღელვებელი აღმოჩნდა.
ამ დღისთვის სკოლა საზეიმოდ მოეწყო, მეთორმეტეკლასელებიც საგანგებოდ გამოეწყვნენ და საყვარელ პედაგოგებთან ერთად სასკოლო ცხოვრების ტკბილი, სახალისო და სამახსოვრო მოგონებები გაიხსენეს.
კურსდამთავრებულები ემოციებით დატვირთულები და ამაღელვებელი განწყობით, სკოლასა და სასკოლო საზოგადოებას დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: