მარნეულის N6 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მინი ფეხბურთის ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
20-06-2023

მარნეულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მორიგ სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა პროექტის - „გოგონათა გაძლიერება მინიფეხბურთში“, ფარგლებში ჩატარებულ ტურნირში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და დამსახურებული I ადგილი დაიკავა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„გილოცავთ, ჩვენს სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ მარნეულის N6 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სპორტულ მიღევებზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203